დატოვე CV

გახდი CreditService+-ის გუნდის წევრი


გინდა იმუშაო იქ, სადაც შენი ენერგია რეალურ შედეგად იქცევა და სადაც „ორშაბათი დილა“ ახალი შესაძლებლობაა?


ჩვენ ვართ Credit Service+, კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ფინანსურ ბაზარზე სტაბილურობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოა. ჩვენ ვთანამშრომლობთ უმსხვილეს ბანკებთან, სადაზღვევოებთან და ტელეკომუნიკაციებთან. მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური მხარეა...


CreditService+-ში ჩვენ გვინდა, რომ ბანკინგი და სესხები მხოლოდ ციფრები არ იყოს — ჩვენ მათ ადამიანურ ემოციებში ვხედავთ: ოცნებებში, შესაძლებლობებში, წამოწყებებსა და გამარჯვებებში.


ჩვენთან მუშაობა ნიშნავს:
•  სტაბილურობას, მაგრამ იმ სტაბილურობას, რომელიც არ გაჩერებს ერთ ადგილზე.
• სწრაფად მზარდ გარემოს, სადაც ყოველი დღე ახალი იდეით იწყება.
•  შესაძლებლობას, რომ შენი იდეები მოისმინონ და განხორციელდეს.

რატომ CreditService+?


განვითარება — ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი

არ აქვს მნიშვნელობა, ახალბედა ხარ თუ გამოცდილი პროფესიონალი — ჩვენთან ყოველთვის იპოვნი გზას, რომ გახდე უკეთესი. ტრენინგები, მენტორობა და კარიერული ზრდის მკაფიო სისტემა — ყველაფერი აქ არის, რომ საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენო. 
ჩვენთან განვითარება სინათლის სიჩქარით ხდება. თუ ნიჭიერი და მონდომებული ხარ, „ჯუნიორობიდან“ მენეჯერობამდე გზა ბევრად მოკლეა, ვიდრე წარმოგიდგენია.

მნიშვნელობის მქონე საქმე


ჩვენ ყოველდღე ვეხმარებით ადამიანებს, რომ თავიანთი ფინანსური მიზნები რეალობად აქციონ — იქნება ეს ახალი ბიზნესის წამოწყება, ოჯახის დახმარება თუ ოცნებების ასრულება.
შეიძლება ითქვას, შენს საქმეს ნამდვილად აქვს შედეგი!

 გუნდი, რომელიც „შენია“

დაივიწყე მოსაწყენი ოფისები და ზედმეტი ბიუროკრატია. ჩვენთან დაგხვდება მეგობრული გარემო, სადაც იუმორს ისევე ვაფასებთ, როგორც შედეგებს. აქ უფროსი შენი მენტორია და არა - „ბოსი“.

 სიტყვა და იდეა ფასობს
თუ მუდმივად ეძებ გაუმჯობესების გზებს და არ გეშინია სიახლეების – აქ შენი ადგილი არის. აქ შენს აზრს ყურადღებით მოისმენენ და დაგეხმარებიან, რომ იდეა საქმედ აქციო.

საუკეთესო გუნდი 


დატვირთული მუშაობის მიუხედავად, ვიცით, როგორ გავერთოთ. გუნდური თამაშები, მეგობრული ღონისძიებები და ყოველდღიური პოზიტივი — CreditService+-ში ეს ნორმაა, არა - გამონაკლისი.


ვის ვეძებთ?
• ადამიანებს, ვისაც სურთ წინსვლა და სწავლა
• მათ, ვინც პასუხისმგებლობით უდგება საქმეს და ფიქრობს შედეგზე
• კომუნიკაბელურ, ენერგიულ და გუნდურ მოთამაშეებს

ჩვენი კარიერული ფილოსოფია მარტივია:


 თუ ხარ ამბიციური, მოტივირებული და გინდა რეალური განვითარება — ჩვენთან შენი ადგილი ნამდვილადაა.
გამოაგზავნე შენი CV info@creditservice.ge-ზე — და დაიწყე კარიერული თავგადასავალი ჩვენთან ერთად!

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!