თანხმობა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ან/და სააპლიკაციო ფორმის შევსებით, აცხადებთ თანხმობას სს „კრედიტ სერვისი+“-მა (Credit Service+) დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემების დამუშავება განხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. თქვენი მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას კომპანიის მონაცემთა ბაზაში 6 თვის განმავლობაში, რათა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა სხვა, მომავალში გამოცხადებულ რელევანტურ ვაკანსიებზეც.

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ და მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება. 

აღნიშნული უფლების განსახორციელებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@creditservice.ge