ფილიალის მენეჯერი ქ. ბათუმი
02-06-2026 - 02-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში წარმოდგენილ  50 ფილიალს.

ვეძებთ პასუხისმგებელ და შედეგზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელიც ფილიალის გუნდს წარმართავს მაღალი სტანდარტებით — კლიენტების კმაყოფილებიდან გაყიდვების ზრდამდე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ფილიალის საქმიანობის სრული მართვა და შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა
  • გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი: სასესხო პორტფელის ზრდა, ახალი კლიენტების მოზიდვა, პრომო-აქციების ორგანიზება
  • თანამშრომლების ყოველდღიური მართვა — დავალებების განაწილება, პრიორიტეტების დასახვა, შესრულების კონტროლი
  • დავალიანებების (ვადაგადაცილებული სესხების) მუდმივი მონიტორინგი და დროული რეაგირება
  • კლიენტებთან ჩართულობის კონტროლი: მომსახურების ხარისხის შეფასება, პრობლემური სიტუაციების გადაჭრა, კმაყოფილების ამაღლება
  • თანამშრომლების ეფექტიანობის შეფასება, უკუკავშირის მიცემა, განვითარების ხელშეწყობა
  • სალაროს, საგირავნო ნივთების და ფინანსური სახსრების კონტროლი
  • დოკუმენტაციის სისწორის, სისრულის და შენახვის წესების დაცვის უზრუნველყოფა
  • სათავო ოფისისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება; შიდა და გარე აუდიტთან კოოპერაცია
  • შრომის დისციპლინის, ეთიკური ნორმებისა და კომპანიის შინაგანაწესის დაცვა
  • ბაზრის მონიტორინგი — კონკურენტების, სავალუტო კურსებისა და საბაზრო ტენდენციების თვალყური

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება — სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში
  • ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ბანკი, მიკროსაფინანსო, სალომბარდე ან სადაზღვევო ორგანიზაცია)
  • ადამიანების მართვის გამოცდილება — გუნდის ორგანიზება, მოტივაცია, შეფასება
  • გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება და შედეგებზე პასუხისმგებლობა
  • დავალიანებების მართვის (collection) პრაქტიკული გამოცდილება სასურველია
  • MS Office (Excel, Word) და საბანკო/საფინანსო პროგრამების ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობაა

ჩვენ გთავაზობთ

  • განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00;
  • ხელფასი: 2 000 ₾ ხელზე + ბონუსი;
  • პროფესიული ტრენინგები და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • სამსახურეობრივი ავტომობილი;
  • დაზღვევა;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო;
  • ფიტპასი.

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<