სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში - ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• ოპერაციული სისტემების გამართვა, ყველა აუცილებელი დრაივერითა და კონფიგურაციით.
• სხვადასხვა გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება, ინსტალაცია, მხარდაჭერა.
• მომხმარებლებისა და კომპიუტერული ობიექტების მართვა Microsoft Active Directory-ში, ანგარიშის შექმნა/გათიშვა, კომპიუტერული ობიექტების დამატება/წაშლა, მონაცემების ცვლილება.
• Office365-ზე მომხმარებლების მართვა, ლიცენზიების დამატება, გაუქმება.
• DNS, DHCP, SMB, NFS მუშაობისა და წესების ცოდნა.
• სასურველია TNG, Micros პრინციპების ცოდნა.
• ქსელური პრინტერებისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამართვა, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
• კომპიუტერების ლოგიკური და ფიზიკური ტექნიკური გაუმართაობის დადგენა და მათი აღმოფხვრა.
• უკაბელო წვდომის წერტილების [access points] ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ჩვენ გთავაზობთ:
• კარიერის განვითარების შესაძლებლობას;
• განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
• მზარდი ანაზღაურება;
• კვება;
• კორპორატიული ნომერი.
დამატებითი მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• კარგი კომუნიკაციის უნარი;
• ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ანაზღაურება : 1200 - 2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!