მარკეტინგის სპეციალისტი
11-08-2026 - 11-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში წარმოდგენილ  50 ფილიალს.
     

   ჩვენ გთავაზობთ:


• განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
• კადრების პროფესიონალურ გადამზადებას;
• მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;
• კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1.  ბრენდის მართვა:
      •  ორგანიზაციის ბრენდის იმიჯის შექმნა და განვითარება.
      •  ბრენდის ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიაში. 


2.  მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება:
      •  ბაზრის კვლევა და ანალიზი, მომხმარებელთა საჭიროებების გამოსავლენად.
      •  მარკეტინგული გეგმის შედგენა ფინანსური პროდუქტებისა თუ სერვისების პოპულარიზაციისთვის.


3.  სარეკლამო კამპანიები:
      •  ციფრული (სოციალური მედია, META, SEO, PPC) და ტრადიციული (TV, რადიო, ბეჭდური მედია) რეკლამების დაგეგმვა და განხორციელება.
      •  კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიზი.


4.  კონტენტის შექმნა:
      •  საინფორმაციო და სარეკლამო მასალების მომზადება (ბროშურები, ვებგვერდის კონტენტი, ბლოგები).
      •  ფინანსური პროდუქტების მარტივი და გასაგები ფორმით წარდგენა.


5.  მომხმარებელთან ურთიერთობა:
      •  მომხმარებელთა გამოხმაურების შეგროვება და ანალიზი.
      •  ლოიალობის პროგრამების შემუშავება და მართვა.


6.  ბაზრისა და კონკურენციის ანალიზი:
      •  კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიების შესწავლა.
      •  ბაზრის ტრენდების მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.


7.  შიდა კომუნიკაცია:
      •  ფინანსური პროდუქტების შესახებ თანამშრომლების ინფორმირება, პრეზენტაციების მომზადება.
      •  გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.


8.  მონაცემთა ანალიზი:

     •  Excel ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!